.

   შ.პ.ს. „არალი“ დაარსდა 2006 წ. დღიდან დაარსებისა აქტიურადაა ჩართული სახელმწიფოებრივ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან ერთობლივ სამშენებლო საქმიანობაში. სწორი მენეჯმეტისა და სტრატეგიის მეშვეობით წარმატებით განახორციელა მრავალი პროექტი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ზოგადეკონომიკური სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარების აღდგენაში. დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრით, გამოდილი სპეციალისტებით, ინჟინრებით, პრაქტიკოსებით, პერსონალი გამოირჩევა კომუნიკაბელური თვისებებით. მაღალტექნოლოგიური კომუნიკაციების მეშვეობით წარმატებით ხორციელდება მშენებლობების დისტანციური მართვა საქართველოს მასშტაბით, განურჩევლად ობიექტის მდებარეობისა. გააჩნია მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მანქანა-მოწყობილობების პარკი, საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა.

                რეპუტაცია ყველაზე ღირებული აქტივია კომპანიისათვის. სანდოობა და სტაბილური პარტნიორობა, დაკვეთის მაღალხარისხოვანი სტანდარტული შესრულება, მდგრადობის მაღალი მაჩვენებელი და დაკვეთის ვადებში შესრულება კომპანიის ნდობისა და გარანტიის ფაქტორია, რაც დადებითად აისახება როგორც შესრულებულ პროექტებზე, ასევე პარტნიორ თუ დამკვეთ კომპანიებზე.

                ძირითადი მიმართულებებიდან პრიორიტეტული მშენებლობა და მასთან დაკავშირებული საქმიანობაა, სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი კადრის დასაქმება. მუშების გადამზადება. პერსონალის შიდა ტრენინგები – პროექტის დაგეგმარება. მშენებლობა და ტექნიკურ და ეკოლოგიური საკითხები. მუშათა ჯანდაცვა და უსაფრთხოების ნორმების სრულყოფა, რაც წარმატებული აღმოჩდა კომპანიისათვის.

                კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, რომლებმა სამშენებლო ბაზარზე მოიპოვეს სახელი, როგორც ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლებმა.

                შ.პ.ს. „არალი“ ასევე არის კომპანია  „აპოლლო“-ს ტექნიკის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

                შ.პ.ს. „არალი“-ს მიერ განხორციელებულმა პროექტებმა ყველა გამოცდას გაუძლო და თავისი სიტყვა თქვა საინჟინრო საქმის ხარისხიანი შესრულებით. ხელმძღვანელობა არსებულით არ კმაყოფილდება და მუდმივ ძიებაშია. ეცნობა ადგილობრივ და უცხოურ ინოვაციებს, აუმჯობესებს სამშენბლო ტექნიკას და ტექნოლგიებს, აფართოვებს ლოჯისტიკას. კავშირს ამყარებს პარტნიორ კომპანიებთან, ზრუნავს ძირითადი მიმართულებების საჯარ ინფორმაცულ უზრუნველყოფასა და ხელმისაწვდომობაზე.